Tuesday, August 3, 2010

თეორიული გამოცდა

ბევრს დაობენ იმაზე თუ რომელი გამოცდაა უფრო ადვილი ჩასაბარებელი - თეორია თუ პრაქტიკა. პასუხი კი მარტივია - თუ კარგად მოემზადები ორივე თანაბარია. უბრალოდ ამ ორი გამოცდის შედარება არ არის მართებული.

არააქვს მნიშვნელობა ავტოსკოლაში ივლი თუ სახლში იმეცადინებ, ყველა შემთხვევაში გამოცდა თქვენი ჩასაბარებელია და თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. მონდომება რომ აუცილებელია ეს შეიძლება იცით კიდეც თუმცა ასევე უნდა იცოდეთ სწორი მიდგომა რათა მაქსიმალურად ადვილად ისწავლოთ თეორიული საკითხები და შეძლოთ სწორი პასუხი გასცეთ 1023 ბილეთს (2010 წლის აგვისტოს მონაცემებით)

როდესაც დაიწყებთ თეორიის მეცადინეობას პირდაპირ ბილეთებს ნუ ეცემით, მინიმუმ 2-ჯერ მაინც გულდასმით წაიკითხეთ წიგნი. წიგნის უმეტესი ნაწილის ზეპირად სწავლა მოგიწევთ. თავდაპირველად შეიძლება ძნელი მოგეჩვენით და იფიქროთ რომ ამას ვერასოდეს ისწავლით მაგრამ მთავარია არ დანებდეთ, დროთა განმავლობაში ცოდნა განმტკიდება და ის თავდაპირველი დაბნეულობა გაქრება. ამის შემდეგ შეამჩნევთ რომ ბილეთებსაც ადვილად აკეთებ.

წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ გადადი ბილეთებზე, ბილეთების სამეცადინოდ გირჩევთ 2 საიტს - http://prava.drive.ge და http://prava.auto.ge

თავდაპირველად - http://prava.auto.ge - ზე მეცადინეობას გირჩევთ, რადგან ამ საიტზე ბილეთები დანომრილია და შეგიძლიათ თანმიმდევრობით იმეცადინოთ

როდესაც თქვენი ცოდნა გაიზრდება და ყველა ბილეთს გაივლით გადადით - http://prava.drive.ge - ზე. გამოცდაზე გასვლის წინ 1 კვირის განმავლობაში გირჩევთ სწორედ ამ საიტზე იმეცადინით ინტენსიურად.

როდესაც ბილეთს დახედავ ჯერ გაანალიზე კითხვა თუ რას გეკითხება ბილეთი, შემდეგ დახედე სიტუაციას სურათზე, დააკვირდი ყველა დეტალს (საგზაო მონიშვნას, შუქნიშანს, საგზაო ნიშნებს, მარეგულირებლის ნიშანს), გონებაში გაეცი პასუხი დასხმულ შეკითხვას და მხოლოდ ამის შემდეგ შეადარე ის მოცემულ პასუხებს. ეს მეთოდი დაგეხმარება სწორი პასუხის პოვნაში. არის საკითხები მაგალითად სამედიცინო რომლებიც უბრალოდ ზეპირად უნდა იცოდე :)

გამოცდა კოპიუტერთან მიმდინარეობს, ე.წ. Touch screen კომპიტერებზე სადაც პასუხებს მონიტორზე თითის დაჭერით აფიქსირებ, იმ შემთხვევაში თუ ბილეთზე სწორი პასუხის გაცემა გიჭირს შეგიძლია გამოტოვო ის და შემდეგ საკითხზე გადახვიდე თუმცა შემდეგში მას აუცილებლად დაუბრუნდები :)

თუ მოგეწონა ეს პოსტი გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე. პოსტის ქვევით განლაგებული ღილაკის საშუალებით

No comments:

Post a Comment