Saturday, August 7, 2010

ჩვენს შესახებ

მოგესალმებით!

ამ ბლოგის შექმნა მას შემდეგ გადავწყვიტე რაც მართვის მოწმობა ავიღე და მაქვს სურვილი მიღებული გამოცდილება გაგიზიაროთ...

გინდა მართვის მოწმობა? 

მშვენიერია, მაშინ ეს ბლოგი სწორედ შენთვისაა, აქ მიიღებ საჭირო რჩევებს B კატეგირიის მართვის მოწმობის შესახებ.
მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ :)

დაკვირვებების საფუძველზე, მართვის მოწმობის აღების მსურველები 2 კატეგორიათ დავყავი:

1 - ადამიანი რომელმაც იცის ტარება, ქალაქშიც ატარებს მანქანას (იგულისხმება ნახევარ წელზე მეტი სტაჟი) თუმცა მართვის მოწმობა არააქვს რადგან არ იცის თეორიული საკითხები

2 - ადამიანი რომელმაც არ იცის ან დაახლოებითი წარმოდგენა აქვს მანქანის ტარების შესახებ და არ იცის თეორიული საკითხები
თუ არცერთ მათგანს არ მიეკუთვნებით, სავარაუდოდ თქვენ დაწყებული გაქვთ მეცადინეობა მართვის მოწმობის ასაღებად ;)

ამ ორიდან ეს ბლოგი ნებისმიერი ტიპის ადამიანს გამოადგება. მთავარია შეადგინოთ წინასწარი გეგმა - დაისახოთ მიზანი და იმოქმედოთ. გაითვალისწინეთ რომ :

* დაგჭირდებათ გარკვეული ოდენობის თანხა - მინიმუმ 52 ლარი თეორიულ გამოცდაზე + 35 ლარი ფსიქო (2010 წლის აგვისტოს მონაცემებით)
* ასევე უნდა გაითვალისწინოთ რომ დაგჭირდებათ დრო - სავარაუდოდ 1 - 3 თვემდე. ( დრო დამოკიდებულია იმაზე თუ რა ინტენსივობოით და მონდომებით იმეცადინებთ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს).
* თეორიული საკითხების შესასწავლად დაგჭირდებათ წიგნის შეძენა,გირჩევთ შეიძინოთ - ‚გია ქვლივიძის - საგზაო მოძრაობი წესები’ მე პირადად ამ სახელმძღვანელოთი ვისწავლე და მშვენიერი რეზულტატი ვაჩვენე - 29 სწორი პასუხი
* უკეთესი იქნება თუ შედარებით თავისუფალ პერიოდში შეუდგები გამოცდებისთვის მზადებას რათა მეტი კონცენტრაცია გქონდეს

გადაამოწმეთ ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე http://saagento.security.gov.ge


თუ მოგეწონა ეს პოსტი გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე. პოსტის ქვევით განლაგებული ღილაკის საშუალებით

სამოქმედო გეგმა

ი ს ე   ა რ ა ფ ე რ ი   წ ა მ ო ი წ ყ ო   თუ წინასწარ კარგად არ გაიაზრე და  არ გაიანგარიშე გეყოფა თუ არა საამისოდ ძალები. რაში გამოიხატება ეს ანგარიში? იმაში რომ წინასწარ უნდა აღიჭურვო თავგანწირითა და მოთმინებით. ამისათვის გჭირდება ძალების მოხვეჭა, თუ გაქვს მოხვეჭილი მაშინ ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავ და დაწყებულს ბოლომდე მიიყვან.

Tuesday, August 3, 2010

პრაქტიკული გამოცდა

პრაქტიკული გამოცდისთვის სერიოზული მომზადება მართებთ მათ ვისაც არააქვს სტაჟი. აუცილებლად გაიარეთ მეცადინეობა - SKODA-ზე, რათა გამოცდაზე გაგიადვილდეთ ჩაბარება.
ესეც შკოდა ფაბია დაათვალიერეთ, ოღონდ ამისგან განსხვავებით საგამოცდო მანქანებს 1,2-იან მატორი აქვთ.
დაგჭირდებათ მინიმუმ 10 დღიანი ვარჯიში, დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ ინსტრუქტორის შერჩევას, უპასუხისმგებლო მძღოლზე დახარჯული ფული და დრო ამაოა:)

ურიგო არ იქნებოდა თუ საგამოცდო ადგილს გამოცდამდე მოინახულებთ რათა არ თქვათ ყველაზე ხშირად გამეორებული ფრაზები - ' მე ასე მეგონა ' ან ' მე რა ვიცოდი '
როდესაც ხარ სწორად ინფორმირებული შესაბამისად სწორად ემზადები და შედეგიც წარმატებული გექნება.



თეორიული გამოცდის ჩაბარების დღესვე გადიხარ პრაქტიკულ გამოცდაზე, წარუმატებლობის შემთხვევაში 1 კვირის შემდეგ ისევ გადიხარ პრაქტიკულ გამოცდაზე და საერთო ჯამში 5 უფასო ცდა გეძლევა პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად. ამას გარდა გეძლევა ფასიანი ცდების საშუალება, რომლის ღირებულებაც 30 ლარს შეადგენს და მისი რაოდენობა შეზღუდული არ არის :)

პრაქტიკულ გამოცდაზე მოსამზადებლად გარდა ტექნიკურისა დაგჭირდებათ ასევე ფსიქოლოგიური მომზადებაც. ამისათვის დღის განმავკიბაში 1 საათი დაუთმეთ ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს. წარმოსახვაში მართეთ მანქანა და შეასრულეთ სხვადასხვა დავალებები. ეს მეთოდი ძალიან დამეხმარა გამოცდის ჩაბარებაში.

უმეტესობა ჩამბარებლისთვის ყველაზე რთული ელემენტებია - ფარეხში უკუსვლით შეყენება და აღმართზე დაძვრა. ამიტომ ამ ელემენტებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე.

ზოგ ინსტრუქტორს მეცადინეობების გაადვილების მიზნით გაზრდილი აქვს მანძილები (ესეც გასათვალისწინებელი პრობლემაა)

გამოცდაზე გასვლისას უამრავი ადამიანი შეგხვდებათ, ისინი უამრავ ამბავს ყვებიან სად უნდა 'დაკეცო რული' ,  ' როდის უნდა მოუმატო აბაროტებს ' და ა.შ. თუმცა ჩემი რჩევაა ნუ აყვებით მათ საუბარში რადგან ეს თქვენს კონცენტრაციაზე ცუდად მოქმედებს, გამოცდაზე გასვლის წინ აუცილებლად უნდა განაწყო შენი თავი

  • აიღო პასუხისმგებლობა შედეგებზე (და წარუმატებლობა სხვას არ დააბრალო)
  • გქონდეს დადებითი განწყობა რაც თქვენს ქმედითუნარიანობას აძლიერებს
  • გწამდეთ საკუთარი თავის (უფალი თქვენს გვერითაა ყველა სასიკეთო საქმეში)
  • წარუმატებლობის შემთხვევაში გაანალიზო დაშვებული შეცდომა და შეცვალო მოქმედების ტაქტიკა
თუ რამდენიმე ცდამ უშედეგოდ ჩაიარა არ დანებდე უფრო მეტი ინტენსივობით ივარჯიშე და შედეგს აუცილებლად მიიღებ!


გახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოდ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომლი ეძიებდეს, პოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს (მთ. 7, 7.8)

თუ მოგეწონა ეს პოსტი გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე. პოსტის ქვევით განლაგებული ღილაკის საშუალებით

თეორიული გამოცდა

ბევრს დაობენ იმაზე თუ რომელი გამოცდაა უფრო ადვილი ჩასაბარებელი - თეორია თუ პრაქტიკა. პასუხი კი მარტივია - თუ კარგად მოემზადები ორივე თანაბარია. უბრალოდ ამ ორი გამოცდის შედარება არ არის მართებული.

არააქვს მნიშვნელობა ავტოსკოლაში ივლი თუ სახლში იმეცადინებ, ყველა შემთხვევაში გამოცდა თქვენი ჩასაბარებელია და თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. მონდომება რომ აუცილებელია ეს შეიძლება იცით კიდეც თუმცა ასევე უნდა იცოდეთ სწორი მიდგომა რათა მაქსიმალურად ადვილად ისწავლოთ თეორიული საკითხები და შეძლოთ სწორი პასუხი გასცეთ 1023 ბილეთს (2010 წლის აგვისტოს მონაცემებით)

როდესაც დაიწყებთ თეორიის მეცადინეობას პირდაპირ ბილეთებს ნუ ეცემით, მინიმუმ 2-ჯერ მაინც გულდასმით წაიკითხეთ წიგნი. წიგნის უმეტესი ნაწილის ზეპირად სწავლა მოგიწევთ. თავდაპირველად შეიძლება ძნელი მოგეჩვენით და იფიქროთ რომ ამას ვერასოდეს ისწავლით მაგრამ მთავარია არ დანებდეთ, დროთა განმავლობაში ცოდნა განმტკიდება და ის თავდაპირველი დაბნეულობა გაქრება. ამის შემდეგ შეამჩნევთ რომ ბილეთებსაც ადვილად აკეთებ.

წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ გადადი ბილეთებზე, ბილეთების სამეცადინოდ გირჩევთ 2 საიტს - http://prava.drive.ge და http://prava.auto.ge

თავდაპირველად - http://prava.auto.ge - ზე მეცადინეობას გირჩევთ, რადგან ამ საიტზე ბილეთები დანომრილია და შეგიძლიათ თანმიმდევრობით იმეცადინოთ

როდესაც თქვენი ცოდნა გაიზრდება და ყველა ბილეთს გაივლით გადადით - http://prava.drive.ge - ზე. გამოცდაზე გასვლის წინ 1 კვირის განმავლობაში გირჩევთ სწორედ ამ საიტზე იმეცადინით ინტენსიურად.

როდესაც ბილეთს დახედავ ჯერ გაანალიზე კითხვა თუ რას გეკითხება ბილეთი, შემდეგ დახედე სიტუაციას სურათზე, დააკვირდი ყველა დეტალს (საგზაო მონიშვნას, შუქნიშანს, საგზაო ნიშნებს, მარეგულირებლის ნიშანს), გონებაში გაეცი პასუხი დასხმულ შეკითხვას და მხოლოდ ამის შემდეგ შეადარე ის მოცემულ პასუხებს. ეს მეთოდი დაგეხმარება სწორი პასუხის პოვნაში. არის საკითხები მაგალითად სამედიცინო რომლებიც უბრალოდ ზეპირად უნდა იცოდე :)

გამოცდა კოპიუტერთან მიმდინარეობს, ე.წ. Touch screen კომპიტერებზე სადაც პასუხებს მონიტორზე თითის დაჭერით აფიქსირებ, იმ შემთხვევაში თუ ბილეთზე სწორი პასუხის გაცემა გიჭირს შეგიძლია გამოტოვო ის და შემდეგ საკითხზე გადახვიდე თუმცა შემდეგში მას აუცილებლად დაუბრუნდები :)

თუ მოგეწონა ეს პოსტი გაუზიარე მეგობრებს facebook-ზე. პოსტის ქვევით განლაგებული ღილაკის საშუალებით